გირაო

ლევან თუმანიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

შპს ტაოს ხელმძღვანელი ლევან თუმანიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 50 000 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ლევან თუმანიშვილი, რომელიც ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის ბიძაა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 14 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი 210-ე მუხლით წარედგინა. მანამდე, შპს ტაოს ხელმძღვანელი ტყით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულების, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე მოწმის სტატუსით დაკითხეს.

 

კომენტარები