გრიპის ვირუსი

იმნაძე: ბავშვები, რომლებიც არ ივლიან სკოლაში, სადმე იქნებიან შუშის კოლბებში ცალკე?

ბავშვები, რომლებიც არ ივლიან სკოლაში თუ ბაღში, სადმე იქნებიან შუშის კოლბებში ცალკე, რომ არ ჰქონდეთ ერთამენთთან კონტაქტი ადამიანებს, როგორ გგონიათ? სკოლისა და ბაღის გარეშე ადამიანები ავად არ ხდებიან? გადაიტანს უმრავლესობა პრობლემების გარეშე, მაგრამ ექიმს დროულად უნდა მიმართოს განსაკუთრებით იმან, ვისაც აქვს რაიმე რისკფაქტორი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გრიპის ვირუსზე, რომლის შედეგადაც, ბოლო ერთ თვეში 14 ადამიანი დაიღუპა. ვირუსის გამო, გაჩნდა მოთხოვნა, რომ სკოლებსა და ბაღებში არდადეგები გახანგრძლივდეს.

კომენტარები