თიბისი ბანკი

გამოძიება TBC ბანკში - პროკურატურამ დოკუმენტები ამოიღო, უცნობია, რა საქმეზე

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ თიბისი ბანკში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში "გარკვეული სახის დოკუმენტები" ამოიღო. უწყებაში ჯერჯერობით არ პასუხობენ კითხვებს, გამოძიება რა საქმეზე მიმდინარეობს და რა ინფორმაცია გამოითხოვეს ბანკიდან.

"გიდასტურებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, თიბისი ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში გავავრცელებთ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ტაბულას პროკურატურის პრესსამსახურმა მოაწოდა.

კომენტარები