გრიპის ვირუსი

დღეიდან პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს

tsamali.ge

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს და პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ.

მათი ინფორმაციით, ეს სამედიცინო დაწესებულებებია:

  • შპს მედკაპიტალი-გლდანი მის: ვეკუას ქ. N 18.
  • შპს მედკაპიტალი-საბურთალო მის: გამრეკელის ქ. N19.
  • შპს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57.
  • შპს მედსი: ("ვერე-21") მის: ქიაჩელის ქ. N 18.
  • შპს მედკაპიტალი-სამგორი მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.

 

ცნობისთვის, გუშინ, თბილისში გრიპის ვირუსით 25 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის სამედიცინო დაწესებულებაში 29 დეკემბრიდან მკურნალობდა.

გრიპის ვირუსით ბოლო 24 საათში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა - ერთი თბილისში, ხოლო მეორე - ფოთში. ექიმების ინფორმაციით, ორივე პაციენტს ვირუსი თანმდევი დაავადების ფონზე გაურთულდა.

საქართველოში ბოლო პერიოდში გრიპით 12 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ამ დროისათვის საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის 158 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

წაიკითხეთ ჩვენებები, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს.

ასევე ნახეთ სააფთიაქო ქსელები, სადაც ექიმის მიერ დანიშნული ანტივირუსული პრეპარატის ტამიფლუს შეძენას შეძლებთ.

კომენტარები