ძალადობა

პოლიციამ ექიმის ცემის ბრალდებით მსახიობი რევაზ ნასიძე დააკავა

სამართალდამცველებმა წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ექიმის ცემისთვის მსახიობი რევაზ ნასიძე დააკავეს. მას ბრალად ძალადობა ედება.

პოლიციამ რევაზ ნასიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ამ დროისთვის ბრალდებული საავადმყოფოში მკურნალობს. მას ბადრაგირებას პოლიციელები ახდენენ.

ექიმსა და პაციენტს შორის ფიზიკური დაპირისპირება გუშინ მოხდა. კლინიკის პერსონალის მტკიცებით, პაციენტი უარს აცხადებდა სამედიცინო დახმარებაზე და ნარკოტიკულ საშუალებას ითხოვდა, მასზე უარის შემდეგ კი, ერთერთ ექიმს დაარტყა. დაზარალებულს ტვინის შერყევა, ჭრილობა და დაჟეჟილობები აქვს.

თავად ბრალდებულის თქმით, მას "მორფი" თავის ძლიერი ტკივილის გასაყუჩებლად სურდა. რევაზ ნასიძის ოჯახი კლინიკას უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ექიმი პაციენტს რამდენიმე საათის განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდა.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები