ქართული ოცნება

ბესელია: ძალიან ვწუხვარ, რომ პარლამენტის თავჯდომარე ცრუობს

არ იცვლება ღირებულებები თანამდებობებზე და კაბინეტებზე. ეს მარტივად მესმის მე იმიტო რომ სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია. მაგრამ, რთულად ესმის იმ ადამიანებს ვინც, როგორც ჩანს კაბინეტისა და თანამდებობის გამო ყველაფერს იკადრებს და მათ შორის ისეთ სიცრუეს, რაც მე მოვისმინე. მე ძალიან ვწუხვარ, რომ პარლამენტის თავჯდომარე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ არ არის ეს ის მიზეზი[მოსამართლეების სია], რის გამოც მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და იყო რაღაცა სხვა და ახსენა აგვისტოს თვე. ცრუობს ის რამდენიმე ადამიანიც ვინც ამ ხაზს გაყვა და ცდილობდა იმავე დღესვე რაღაც სხვა ვერსია შეეთხზა, მაგრამ არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ ბუნებაში სხვა ვერსია არ არსებობს. 

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია TV პირველის ეთერში.

კომენტარები