ქართული ოცნება

ბესელია: არც ერთი კაბინეტი არაა სამართლიანობის საპირწონე, უკეთეს კაბინეტებზეც მითქვამს უარი

ვიდრე ბატონი ირაკლი კობახიძე იმ კაბინეტთან დგას და ასე მგონია, იცავს ამ კაბინეტის თემას, მე გავაგრძელებ იმ ფასეულობებისთვის და ღირებულებებისთვის ბრძოლას და მის დაცვას, რისთვისაც იმ კაბინეტზეც და ბევრ უკეთეს კაბინეტზეც უარი მითქვამს და კიდევ ვიტყვი, იმიტომ, რომ არ არის არც ერთი კაბინეტი და თანამდებობა საპირწონე ისეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემების, როგორიც არის სამართლიანობა, როგორიც არის შენი, ჩემი და ჩვენი ქვეყნის მომავლის და ჩვენი შვილების მომავლის გარანტიების შექმნა

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია TV პირველის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომელმაც თქვა, რომ ეკა ბესელიასთვის ვიცესპიკერის კაბინეტს სექტემბრიდან ამზადებდნენ.

კომენტარები