გერმანია

ტვიტერზე მერკელის და ათობით სხვა ადამიანის პერსონალური ინფორმაცია გავრცელდა

The National

პარასკევს, 5 დეკემბერს, ტვიტერის ერთ-ერთ ანგარიშზე გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, ასევე სხვა გერმანელი პოლიტიკოსების, სპორტსმენების, ხელოვანების და ჟურნალისტების პერსონალური ინფორმაცია გამოქვეყნდა. 

გავრცელებულ ინფორმაციას შორის იყო პირადობის მოწმობის ასლები, მისამართები და პირადი წერილები, ასევე ფინანსური დოკუმენტები. 

ანგარიში უკვე წაშლილია, თუმცა, მომხდარის ირგვლივ ვნებათაღელვა არ წყდება. 

ირკვევა, რომ ინფორმაციამ რამდენიმე კვირის წინ, დეკემბერში გაჟონა, თუმცა, გერმანიის კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ. 

არ არის გარკვეული, ვინ აგებს პასუხს მომხდარზე. 

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ საპარლამენტო ან სამთავრობო სისტემაში შეაღწიეს. ასევე, არ არის ნათელი, ეს ჰაკერული თავდასხმა იყო თუ ინფორმაცია იმან გაავრცელა, ვისაც მათზე წვდომა ჰქონდა. 

საინფორმაციო უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სპიკერმა მედიასთან თქვა, რომ მისი გუნდის წევრები დეკემბერშივე გაესაუბრნენ იმ პარლამენტარებს, ვის შესახებაც ინფორმაცია გავრცელდა და რეაგირების მობილური ჯგუფიც შეიქმნა. 

თუმცა, დიეტმარ ბარტიშმა,  მემარცხენე ფრთის პარტიის, დი ლინკის ხელმძღვანელმა, აღნიშნულ საიდუმლო მოქმედებას სრულიად მიუღებელი უწოდა და იკითხა, აქვს თუ არა რამე დასამლი კიბერუსაფრთხოების სამსახურს. 

დეპუტატმა ანდრე ჰანმა კი თქვა: 

"დაუჯერებლად მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ მსგავსი შემთხვევების შესახებ მედიიდან ვიგებ მიუხედავად იმისა, როდესაც საპარლამენტო მონიტორინგის ჯგუფის წევრი ვარ. ფედერალური მთავრობის ვალდებულება, პარლამენტს ინფორმაცია მიაწოდოს, შობასა და ახალ წელს შორის პერიოდზეც ვრცელდება"

კომენტარები