საქართველოს პატრიარქი

ბესელია ილია II-ს: ეს სიყვარული ტრანსფორმირდება გასაძლისში და სხვისი განცდის განცდაში

გილოცავთ ჩვენო სულიერო წინამძღვარო და მადლობა უფალს ამ წყალობისთვის.

ეს სიყვარული არ იზომება და არც მადლიერება. ეს მხოლოდ ტრანსფორმირდება გასაძლისში და სხვისი განცდის განცდაში.

ზოგჯერ ვფიქრობ - რა არის რაც აწონასწორებს ამ არეულ დროს და თქვენი სიბრძნე, მადლი და სიყვარული. 

მადლიერი ვარ თქვენი და ვიდრე ვცოცხლობ, სულ მემახსოვრება ყველა თქვენი ნუგეში და სითბო, რაც მაძლევდა ძალას.

ეს დღეებიც როგორ მომეფერეთ და მანუგეშეთ... მადლიერი ვარ! მიყვარხართ საოცრად და მეიმედებით მუდამ!

გილოცავთ ჩვენო სულიერო მამავ დაბადების დღეს

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია პატრიარქს იუბილეს ულოცავს.

კომენტარები