მაგნიტოგორსკი

მაგნიტოგორსკში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

აფეთქება მაგნიტოგორსკში
AFP/BBC

რუსეთში, მაგნიტოგორსკში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. მაშველებმა უკვე 16 გარდაცვლილი ადამიანის გვამი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს. 

მაშველები ნანგრევებში მუშაობას განაგრძნობენ, 25 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. 

ორშაბათს, 31 დეკემბერს მაგნიტოგორსკის ერთერთ 10-სართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. კორპუსში 48 ბინა იყო და დაახლოებით 120 ადამიანი ცხოვრობდა.

ძებნითი ოპერაციების ჩატარების შედეგად, 5 ადამიანი გადარჩა, მათ შორის 11 თვის ჩვილი ბავშვის. ამასთან, საავადმყოფოში 6 ადამიანია გადაყვანილი.

კომენტარები