რუსეთი და ბელორუსი

ლუკაშენკომ პუტინს სალა და ოთხი ტომარა კარტოფილი აჩუქა - ვიდეო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საახალწლო საჩუქრად, სალა და ოთხი ტომარა კარტოფილი გაუგზავნა. 

ლუკანშენკოს პრესმდივანმა, ნატალია ეისმონტმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ასეთი საჩუქარი ლუკაშენკოს ხუმრობით თავად სთხოვა, როცა მან პუტინს ჰკითხა, თუ რა სურდა საახალწლო საჩუქრად.

ამასთან, მისი თქმით, პუტინს რამდენიმე სახეობის კარტოფილი გაუგზავნეს. ზოგი მათგანი გრილისთვის, ზოგიც შესაწვავად, პიურესთვის და სხვა. 

ეისმონტის თქმით, ბელარუსის პრეზიდენტმა, დსთ-ს სხვა ქვეყნების ლიდერებს, საახალწლო საჩუქრად ხელნაკეთი საშობაო ბურთები გაუგზავნა.

"თავდაპირველად ლუკაშენკომ მიიჩნია რომ ბურთები ძალიან მძიმე იყო და გვთხოვა, ისინი უფრო მსუბუქი და სადღესასწაულო გაგვეხადა",- აღნიშნა მან. 

კომენტარები