სპეციალური პენიტენციური სამსახური

პენიტენციური სამსახური: მე-17 განყოფილებაში წვევამდელმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი დაიზიანა

სპეციალური პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მე-17 განყოფილებაში მსახურობის დროს, წვევამდელმა ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

"1998 წელს დაბადებული ხაჩატურ მანკასარიანი, მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს სავალდებულო სამხედრო სამსახურში იქნა გაწვეული. მანკასარიანი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს მე-17 განყოფილებაში 23 ოქტომბრიდან მსახურობს.

მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 18:03 საათზე ხაჩატურ მანკასარიანმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, კერძოდ, მე-17 პენიტენციური დაწესებულების სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. იგი სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწია. ამჟამად ხაჩატურ მანკასარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობა მანკასარიანის ოჯახს. ასევე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს სუიციდის მცდელობაა თუ მანკასარიანმა თვითდაზიანება გაუფრთხილებლობით მიიყენა", - წერია განცხადებაში.

კომენტარები