ბეჭდების მბრძანებლის სერიალი

იან მაკკელენს სურს რომ LORD OF THE RINGS-ის სერიალში გენდალფის როლი შეასრულოს

2018 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ამაზონი ბეჭდების მბრძანებელზე სერიალს გადაიღებდა.

სერიალის შესახებ BBC 2-ის ეთერში ტრილოგიაში გენდალფის როლის შემსრულებელმა, იან მაკკელენმა ისაუბრა.

როდესაც წამყვანმა მსახიობს კითხა, როგორ იყო განწყობილი "სხვა გენდალფის" მიმართ, მაკკელენმა კითხა თუ რას გულისხმობდა ის "სხვა გენდალფში".

"მე არ დავთანხმებივარ მონაწილეობას, რადგან არ უკითხავთ. თუმცა, რას მთავაზობთ რომ სხვამ შეასრულოს როლი? გენდალფი 7000-ს წელზე მეტის არის, მე არ ვარ ძალიან მოხუცი", - თქვა იან მაკკელენმა.

ამ დროისთვის უცნობია შესთავაზებენ, თუ არა იან მაკკელენს სერიალში თამაშს.

ბეჭდების მბრძანებლის სერიალს სულ მცირე 5 სეზონი ექნება. ამაზონს ტრილოგიის უფლებების შეძენა 250 მილიონი დოლარი დაუჯდა, საერთო ჯამში კი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სერიალის ბიუჯეტი 1 მილიარდ დოლარამდე იქნება.

კომენტარები