ბეჭდების მბრძანებლის სერიალი

"ბეჭდების მბრძანებლის" სერიალის პირველი სეზონი $465 მილიონი დაჯდება

სერიალბეჭდების მბრძანებლის  პირველი სეზონი $465 მილიონი დოლარი დაჯდება. სერიალზე Amazon-ი მუშაობს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბეჭების მბრძანებლის რამდენიმე სეზონი სტუდიას რეკორდულად დიდი თანხა $500 მილიონი დოლარი დაუჯდებოდა.

"რაც შემიძლია გითხრათ,არის ის, რომ Amazon-ი გეგმავს მხოლოდ პირველ სეზონზე 465 მილიონი დოლარი დახარჯოს." - თქვა ახალი ზელანდიის ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის მინისტრმა სტიუარტ ნეშმა.

სერიალის ბიუჯეტთან დაკავშირებული ინფორმაცია ახალი ზელანდიის ოფიციალური ინფორმაციის აქტის ფარგლებში გავრცელდა. დოკუმენტები ასევე ადასტურებს, რომ Amazon-ი გეგმავს სერიალის 5 სეზონი ახალი ზელანდიაში გადაიღოს.

ასეთი ბიუჯეტით ბეჭდების მბრძანებლის სერიალი ყველაზე ძვირადღირებული სერიალი იქნება. შედარებისთვის, HBO-ს სატახტოთა თამაშის თითოეული სეზონი დაახლოებით $100 მილიონი დოლარი ჯდებოდა.

ტოლკინის ფრენჩაიზზე Amazon-მა საავტორო უფლებები 2017 წელს მიიღო. სერიალის სიუჟეტი შუამიწეთის ადრეულ ისტორიას შეეხება. მოვლენები ჰობიტისა და ბეჭდების მბრძანებლის ისტორიამდე ათასობით წლით ადრე ვითარდება.

სერიალში მონაწილეობას მიიღებენ რობერტ არამაიო, ოვეინ ართური, ნაზანინ ბონიადი, ისმაილ კრუზ კორდოვა, ჯოზეფ მავლი და ა.შ.

კომენტარები