ბეჭდების მბრძანებლის სერიალი

ბეჭდების მბრძანებლის სერიალის პირველი ფოტო და გამოსვლის თარიღი გამოქვეყნდა

ბეჭდების მბრძანებლის სერიალის პირველი სერია 2022 წლის 2 სექტემბერს გამოვა.

"ახალი თავგადასავალი იწყება" - ამ სათაურით ოფიციალურ გვერდზე სერიალის პირველი ფოტოც გამოქვეყნდა.

ბეჭდების მბრძანებლის სერიალის Amazon-ი იღებს და მისი პირველი სეზონი რეკორდული თანხა - 465 მილიონი დოლარი დაჯდება.

ტოლკინის ფრენჩაიზზე კომპანიამ საავტორო უფლებები 2017 წელს მიიღო. სერიალის სიუჟეტი შუამიწეთის ადრეულ ისტორიას შეეხება.

მოვლენები ჰობიტისა და ბეჭდების მბრძანებლის ისტორიამდე ათასობით წლით ადრე ვითარდება.

სერიალში მონაწილეობას მიიღებენ რობერტ არამაიო, ოვეინ ართური, ნაზანინ ბონიადი, ისმაილ კრუზკორდოვა, ჯოზეფ მავლი და ა.შ.

კომენტარები