undefined

ხუხაშვილი მურუსიძეზე: უბრალოდ სიტყვა "უვადო" დაემატა წინ, თორე აქამდეც უვადო იყო

მე ვფიქრობ სასარგებლო პროცესთან გვაქვს საქმე, იმისათვის, რომ დაავადებას უმკურნალო, პირველ რიგში, უნდა მოახდინო მისი პროვოცირება, ანუ მთლიანად უნდა ამოიყაროს ის უბედურება რაც გვჭირს და მერე უნდა დაიწყო მკურნალობა. გასაგებია ერთის მხრივ, რომ რაღაც დრამა ვითარდება, მაგრამ ეს დრამა, თუ სწორად განვითარდება მოვლენები, სახელმწიფო განვითარებისთვის იქნება სასარგებლო.

გასაგებია მესმის უმრავლესობის წარმომადგენლების, რომ ასე ფუთავენ ამ საკითხს, მაგრამ მე მგონია, რომ მათაც კარგად ესმით, რომ მურუსიძე დღეს არ გამოჩენილა სასამართლოში, ის იყო იუსტიციის საბჭოს მდივანი, მთელი ეს პერიოდი კი მოსამართლეა. დღეს დაინიშნა მოსამართლედ ეს ადამიანი, თუ აქამდეც ბოგინობდა მთელი 6 წელი, უბრალოდ ერთადერთი სიტყვა "უვადო" დაემატა წინ, თორე აქამდეც უვადო იყო. ის გახდა სიმბოლო მთელი იმ მანკიერების, რომელიც, სხვათა შორის, არა მხოლოდ სასამართლო სისტემაშია ჩაბუდებული, არამედ მთლიანად საჯარო სექტორში საკმაოდ მსუყედაა წარმოდგენილი ეს სისტემური უბედურება.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ლევან მურუსიძეზე, რომელიც გუშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნა.

კომენტარები