სინოდის სხდომა

ილია II: კონსტანტინოპოლმა დაიწყო უკრაინის ავტოკეფალიის პროცედურები, რითაც კრიზისი გაღრმავდა

მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რაც მოხდა უკრაინაში, კონსტანტინეპოლისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოებს შორის. უკრაინაში უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია. არ არის ერთი აზრი, ერთსულოვნება. რუსეთის ეკლესიამ შეწყვიტა მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება, გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი, რადგან მსოფლიო საპატრიარქომ დაიწყო პროცედურები უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის, რითაც უფრო გაღრმავდა არსებული კრიზისი, რაც იწვევს მწუხარებას ჩვენში. ეკლსიას ისტორიის მანძილზე ჰქონია მრავალი განსაცდელი და ღვთის მადლით დაუძლევია. იმედს გამოვთთქვამთ, რომ ღვთის ძალით აღდგება ძმური ერთობა ეკლესიებს შორის.

სინოდის სხდომის ოქმში წერია, რომ პატრიარქმა მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა. სხდომის ოქმი ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა წაიკითხა.

კომენტარები