ბესელია-ზარდიაშვილი

ბესელია: კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ზარდიაშვილს ვერ დავუტოვებდი

რატომ არ გავაკეთე ეს განცხადება გუშინ, მე ველოდი და დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. მე ვიტოვებ იმედს, რომ იურიდიული კომიტეტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტია, შეარჩევს და შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებს ისეთ კანდიდატს, რომელიც ასევე დაიცავს პრინციპებს, იქნება შეუვალი, სამართლიანი, ძალიან ღირსეული და ფასეულობების დამცველი

იურიდიული კომიტეტის უკვე ყოფილი მოადგილე ეკა ბესელია, მისი ყოფილი მოადგილის ვანო ზარდიაშვილის შესახებ. დღეს ცნობილი გახდას, რომ ორივე მათგანმა პოსტი დატოვა.

კომენტარები