ბესელია-ზარდიაშვილი

ვანო ზარდიაშვილმა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი დატოვა

http://kvira.ge

იურიდიული კომიტეტის თავმჯდოამრის მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ბესელიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა განცხადება, სადაც მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გუშინაც შეეძლო ამ განცხადების გაკეთება, თუმცა ზარდიაშვილის განცხადებას ელოდებოდა გადადგომის შესახებ. 

"რატომ არ გავაკეთე ეს განცხადება გუშინ, მე ველოდი და დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. მე ვიტოვებ იმედს, რომ იურიდიული კომიტეტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტია, შეარჩევს და შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებს ისეთ კანდიდატს, რომელიც ასევე დაიცავს პრინციპებს, იქნება შეუვალი, სამართლიანი, ძალიან ღირსეული და ფასეულობების დამცველი." - ამბობს ბესელია.

ეკა ბესელიამ, დღეს თქვა, რომ მისი თანამდებობიდან წასვლით, "გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს."

ბესელიასა და ზარდიაშვილს შორის საჯარო დაპირისპირებაც არსებობდა. დაპირისპირება „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას მოჰყვა. ვანო ზარდიაშვილმა სხდომის დახურვა მოითხოვა, ბესელია კი წინააღმდეგი იყო. ამის შემდეგ პროტესტის ნიშნად, ვანო ზარდიაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა და დავით მათიკაშვილმა სხდომა დატოვეს.

კომენტარები