დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

რატომ დაუთმო პრინცმა ჰარიმ უფროს ძმას დედის ნიშნობის ბეჭედი, რომელიც მას ერგო

პრინცესა დიანას ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ შვილებს, პრინც უილიამსა და ჰარის, დედის სამკაულებიდან ნივთების არჩევის საშუალება მისცეს. პრინცმა უილიამმა დედის პირადი კოლექციიდან Cartier-ს საათი აარჩია, რომელიც მას მამამ 21 წლის იუბილეზე აჩუქა. ხოლო პრინცმა ჰარიმ დედის ლურჯთვლიანი ნიშნობის ბეჭედი ისახსოვრა. ოჯახთან დაახლოებული პირი იხსენებს, რომ პრინცის თქმით, ბავშვობაში დედას ხელს რომ ჩაჰკიდებდა, ბეჭდის ზომის გამო, ტკივილიც კი უგრძნია. 

ბეჭედი საბოლოოდ უილიამის ცოლს - ქეით მიდლტონს ერგო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს თავად პრინცმა ჰარიმ მოინდომა. მისი თქმით, სჯობდა ნიშნობის ბეჭედი უფროს ძმას რგებოდა, რომელიც მასზე ადრე დაქორწინდა. "ამგვარად, ოდესმე ეს თვალი სამეფო გვირგვინზე იქნება," - იხსენებენ ჰარის სიტყვებს.

პრინცესა დაიანა 1997 წელს ავტოავარიაში მიყენებული ტრავმებით გარდაიცვალა.

კომენტარები