რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი

კომიტეტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე კვიციანის კანონპროექტს განიხილავს

პარლამენტი

ადამიანის უფლებათა კომიტეტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტს განიხილავს. 

კანონპროექტის ინიციატორი პატრიოტთა ალიანსის წევრი, ემზარ კვიციანია. ავტორი - ზვიად ტომარაძე. 

კანონპროექტით სისხლის სამართლის კოდექსს 155-ე პრიმა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მუხლი ემატება და ის დასჯადი ხდება. 

კანონპროექტში წერია: 

  1. რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, - ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.
  2. რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება - ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე. 

განმარტებით ბარათში კი წერია, რომ "რამდენიმე წელია, გამოხატვის თავისუფლების მოტივით მუდმივად ხდება როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე საქართველოში არსებული სხვა ტრადიციული რელიგიების შეურაცხყოფა. 

კანონპროექტის ავტორების განმარტებით, მისი მიღების მიზანი სახელმწიფოს მხრიდან ქვეყანაში არსებული რელიგიების და მათი მიმდევრების შეურაცხყოფისგან დაცვაა. 

კომენტარები