რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი

მელაძე: ეს კანონპროექტი არ არის განსახილველი, როგორც სამართლებრივი მოვლენა

დღევანდელი კანონპროექტის ავტორები იმ პილატეს როლში გამოდიან, რომელიც დამკვიდრებული აზრის წარმომადგენლების კარნახით ცდილობენ მოძებნონ საზოგადოებაში მტრები, ე.წ განსხვავებული აზრის სახით და ამ ხალხს რაღაც სასჯელი მიუსაჯონ. მე ამას ვერ დავარქმევ ვერც ახალ კანონპროექტს და ვერც ავტორს დავარქმევ ავტორს, იმიტომ რომ თუ ავტორის ერთადერთი ღირსება იმაშია, რომ მან სიტყვა "მართლმადიდებილის" გამო გადაწყვიტა, რომ 300 ლარიანი ჯარიმა გამოიყენოს კანონში, როგორც ეს თვითონ ახსნა ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც ამბობს, რომ მე ვარ ამ კანონპროექტის ავტორიო და მე მივეცი ეს კანონი ჯაჭვლიანსო, მაშინ ეს კანონპროექტი საერთოდ არ არის განსახილველი, როგორც სამართლებრივი მოვლენა.  

იურისტი გიორგი მელაძე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯის შესახებ კანონპროექტზე, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები