სიღარიბე

ქობულია: მე ვთქვი, რომ ხალხს დღეს არ უჭირს ბევრად უფრო მეტად, ვიდრე უჭირდა გუშინ

საქართვლოში არის საოცარი გასაჭირი და ხალხს საოცრად უჭირს, ერთადერთი, რაც მე ვთქვი - რადგანაც ხალხს ესე უჭირს, იმისგან, რომ დღეს არ უჭირს ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ვიდრე უჭირდა გუშინ, ამისგან ამ ხალხის სიტუაცია არ იოლდება, აი, ეგ ვთქვი. ერთადერთი, მე გავეცი ჟურნალისტის კითხვას პასუხი, როცა ლაპარაკი არის იმაზე, რომ ჩვენ ყოველ წელიწადს ვუარესდებით, მე ვთქვი, რომ ეს ესე არ არის. და ვისაც აქვს ამაზე კითხვა და პრეტენზია, შემიძლია, დავუჯდე და სახალხოდ, დეტალურად გავურჩიო, მაგრამ ვისაც ექნება ამაზე პრეტენზია, არ ვურჩევ ამ საკითხზე ჩემთან დაჯდომას. ეგ ეგრეა. მე არ მითქვია, რომ ხალხს არ უჭირს, ძაან გთხოვთ, მეორეჯერ ეს კითხვა აღარ დამისვათ. მე ვთქვი, რომ ძალიან უჭირს და საოცრად უჭირს, მაგრამ არ უჭირს უფრო მეტად და ბევრად მეტად, ვიდრე უჭირდა, ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობის დროს, აეგ ვთქვი მე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები