სიღარიბე

კობახიძე: 2012 წლის შემდეგ, 400 000 ადამიანი სიღარიბიდან ამოვიდა, ზღვარს მიღმა 750 000 რჩება

ტვ.პირველი

პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტვ.პირველის ეთერში ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე და ეკონომიკის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ 400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან და რჩება 750 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა.

"როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორია ტენდენცია, ამას მერე დემაგოგები იყენებენ იმის სათქმელად, რომ თითქოს ჩვენ გვაქვს თვალები დახუჭული და ვერ ვხედავთ სიღარიბეს. სიღარიბეს განა ვერ ვხედავთ, აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს 750 ათასი ადამიანი საქართველოში ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. შესაბამისად, რომ გახვალთ ქუჩაში, არა ერთი, ორი, ათი და ასი ადამიანი, შეგიძლიათ 750 ათასი ადამიანი იპოვოთ, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს საქართველოში. ეს არის დღევანდელი რეალობა. აქ მთავარია ტენდენცია ვნახოთ როგორია. 400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან, რჩება 750 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ გენიოსები და სასწაული პოლიტიკა გვქონდა, ეს არის მარტივი მათემატიკა და არითმეტიკა. როდესაც ეკონომიკა იზრდება და ეკონომიკა არის გაზრდილი მნიშვნელოვნად 2012 წლის შემდეგ, ეს თავისთავად იწვევს, პირდაპირ რომ დახედოთ ქვეყნების მონაცემებს, ნახავთ ერთი ქვეყანა სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის 5 ათასი დოლარი, მეორე ქვეყანაში 10 ათასი დოლარი, მესამეში 2 ათასი დოლარი, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რა არის სიღარიბე.", ამბობს ის.

კობახიძის თქმით, მსოფლიო ბანკის მონაცემების გარდა, არსებობს სხვა მაჩვენებლებიც, მაგალითად:

"თბილისში რეგისტრირებული იყო 200 000 ავტომობილი 2012 წელს და დღეს თუ არის მეტი გაჭირვება უნდა იყოს 200 000-ზე ნაკლები ხო? დღეს არის 500 000 ავტომობილი რეგისტრირებული. ანუ ორ ნახევარჯერ მეტმა ადამიანმა შეძლო თბილისში ავტომობილის შეძენა. მარტივად, ნებისმიერ ეკონომისტს რომ ჰკითხოთ, დაგიდასტურებთ, თუ 200 000 იყო და 5 წლის შემდეგ არის 500 000 ადამიანებს აქვთ მეტი შემოსავალი",- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე. 

კომენტარები