დღეს ნამდვილი პატრიოტიზმი სიღარიბის დაძლევაზე ზრუნვაა, რადგან:
- ღარიბი მოქალაქე უფრო ადვილად მანიპულირებადია; უფრო ადვილად მოსყიდვადია არჩევნებზე; უფრო ადვილი დასაშინებელია; უფრო ექვემდებარება რუსულ პროპაგანდას.
- ღარიბი ქვეყანა საკმარის ფულს ვერ დებს განათლებაში, რომ მისი მოქალაქეები ადვილად არ დაექვემდებარონ რუსულ პროპაგანდას.
- ღარიბი ქვეყანა უფრო დაუცველია; ღარიბი ქვეყანა ვერ აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას; ღარიბი ქვეყანა ვერ გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი.
ყველა და ყველაფერი, რასაც ამ პრობლემიდან ჩვენი ყურადღება გადააქვს და ღარიბი მოსახლეობის ფსევდოპატრიოტული ლოზუნგებით მანიპულირებას ეწევა, სულ უფრო გვაცილებს მთავარ მიზანს: დავძლიოთ სიღარიბე.