კევინ სპეისი

"მოგენატრეთ?" - კევინ სპეისის ახალი ვიდეო, სადაც ის ფრენკ ანდერვუდივით საუბრობს

გუშინ, მსახიობმა კევინ სპეისიმ ახალი ვიდეო "ნება მომეცით, ვიყო ფრენკი" გამოაქვეყნა.

ვიდეოში კევინ სპეისი მისი ყოფილი პერსონაჟივით, ფრენკ ანდერვუდივით საუბრობს, რომელიც სერიალ "House of Cards"-ში მეექვსე და უკანასკნელ სეზონში კვდება.

"მიუხედავად სათაურებისა, მიუხედავად იმპიჩმენტისა სასამართლო სხდომის გარეშე და მიუხედავად ჩემი სიკვდილისა, თავს გასაოცრად კარგად ვგრძნობ, ჩემი თავდაჯერება ყოველ დღე იზრდება ისე, რომ მალე ყველაფერს სიმართლეს გაიგებთ", - ამბობს ვიდეოში სპეისი.

კევინ სპეისის თქმით, ადამიანთა გარკვეულმა ნაწილმა მის შესახებ ყველაფერი დაიჯერა და მსახიობისგან მონანიებას ელოდებოდნენ.

"მე გპირდებით ამას, რომ თუ ფასი იმაში არ გადავიხადე, რაც ყველამ ვიცით რომ გავაკეთე, არ ვაპირებ ფასი იმაში გადავიხადო, რაც არ გამიკეთებია", - ამბობს კევინ სპეისი.

ვიდეოს ბოლო ნაწილში კევინ სპეისი სავარაუდოდ ფრენკ ანდერვუდის ბეჭედს იკეთებს, კამერისკენ ტრიალდება და კითხულობს:

"მოგენატრეთ?"

2017 წელს კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში მსახიობმა ენტონი რეპმა დაადანაშაულა. ამის საპასუხოდ, ოსკაროსანმა მსახიობმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ შემთხვევის შესახებ არაფერი ახსოვს, მაგრამ რეპს მაინც ბოდიშს უხდის. განცხადების დასასრულს სპეისი წერს, რომ ამიერიდან ის გეი კაცად იცხოვრებს.

კომენტარები