ისრაელი

ისრაელში ვადამდელი არჩევნები მომავალი წლის აპრილში ჩატარდება

ისრაელის პრემიერმინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სპიკერის თქმით ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები მომავალი წლის აპრილში ჩატარდება. ამის შესახებ ცნობილი მმართველი კოალიციის წევრების შეხვედრის შემდეგ გახდა.

"კოალიციის ლიდერებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ პარლამენტი დაითხოვონ და ახალი არჩევნები აპრილის დასაწყისში დანიშნონ." თქვა მან.

გადაწყვეტილების მიზეზად კოალიციაში არსებული კრიზისი იქცა. კოალიციის წევრები ულტრა-ორთოდოქსი ებრაელი მამაკაცების ჯარში სავალდებულო გაწვევის საკითხზე ვერ თანხმდებიან.

კანონმდებლობით საყოველთაო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა გამართულიყო.

შეგახსენებთ, რომ ნეთანიაჰუმ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა წელს თავიდან ერთხელ უკვე აიცილა. მაშინ კრიზისი თავდაცვის მინისტრის, ავიგდორ ლიბერმანის მიერ ღაზაში პალესტინურ სამხედრო დაჯგუფებებთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გადაწყვეტილების მიღების გამო თანამდებობის დატოვებას მოჰყვა.

განათლების მინისტრი ნაფტალი ბენეტი, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები და სამთავრობო კოალიციის პარტნიორები ბენეტის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას ან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობის დაშლას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ.

საბოლოოდ თავდაცვის მინისტრის პოსტს თავად ნეთანიაჰუმ შეითავსა.

კომენტარები