დემი ლოვატო

დემი ლოვატო: ვარ ფხიზელი და მადლიერი რომ გადავრჩი

ამერიკელმა მომღერალმა დემი ლოვატომ, ფანებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აცნობა. 

ლოვატომ Twitter-ზე დაწერა, რომ საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს და ფანებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

მომღერლის თქმით, ის ძალიან ბედნიერია, რადგან ამ დროის განმავლობაში ოჯახთან ერთად იყო. " ვიმუშავე საკუთარ თავზე, დავასვენე გონება და სხეული"- წერს ის.

ლოვატო instagram-ზეც დაბრუნდა. 

ასევე, მომღერალმა ფანებს ურჩია არ წაიკითხონ ტაბლოიდები, რადგან ისინი "მხოლოდ ფულის გაკეთებაზე ფიქრობენ"

"ფხიზელი ვარ და მადლიერი ვარ რომ ცოცხალი ვარ!",- დაწერა ლოვატომ 

მისი თქმით, მას ცოტა დრო კიდევ სჭირდება და აღნიშნა რომ ერთხელაც ყველას მოუყვება თუ რა მოხდა სინამდვილეში და რატომ. 

დემი ლოვატო 25 ივლისს ჰეროინის ზედოზირების შედაგად საავადმყოფოში მოხვდა. 12-დღიანი მკურნალობის შემდეგ, 7 აგვისტოს ის საავადმყოფოდან გაწერეს და მკურნალობას რეაბილიტაციის ცენტრში აგრძელებს.

მომრერალი წლების განმავლობაში ნარკოდამოკიდებულებისგან მკურნალობდა. მისი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კვებითი დარღვევების პრობლემები წლებია განხილვის საგანია. 2017 წელს მან თქვა, რომ სიფხიზლის 6 წელი აღნიშნა. თუმცა 2018 წლის ივნისში მან სიმღერა Sober გამოუშვა, სადაც ის ამბობს, რომ სასმელს კვლავ იღებს, რისთვისაც დედ-მამას და ფანებს ბოდიშს უხდის

 

კომენტარები