ცესკოს თავმჯდომარე

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე სამი კანდიდატი წარადგინა, მათ შორის, თამარ ჟვანია

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარადგინა. პრეზიდენტმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა.

წარდგენილი კანდიდატები არიან: მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე. ეს კანდიდატები საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დაასახელა.

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე სწორედ ამ სამი კანდიდატიდან უნდა აირჩიოს.

ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, რომელიც ამ თანამდებობაზე 2013 წლის სექტემბერში აირჩიეს, უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა დღეს ამოეწურა.

კომენტარები