ცესკოს თავმჯდომარე

ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ადასტურებს, რომ პოლიტიკაში მოღვაწეობას აპირებს

facebook.com

ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში ზურაბ ხარატიშვილმა დაადასტურა, რომ პოლიტიკაში წასვლას გეგმავს. დამატებით დეტალებზე საუბრისგან საარჩევნო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმღვანელმა თავი შეიკავა და კურიერის ჟურნალისტს განუცხადა, რომ ოფიციალურ განცხადებას ხვალ, 15 აგვისტოს, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ხარატიშვილი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 12 აგვისტოს გადადგა. თავისუფალი ზონა კი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ხარატიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას.   

კომენტარები