ცესკოს თავმჯდომარე

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარადგინა

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარადგინა. ცესკოს ცნობით, ესენი არიან თამარ ჟვანია, მანუჩარ გამყრელიძე და კონსტანტინე ამირაჯიბი.

კანონმდებლობის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15-ე დღისა პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ, თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს 3 კანდიდატს წარუდგენს. ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრები [გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა] თავმჯდომარეს 5 დღის ვადაში ირჩევენ.

თუ აღნიშნული წესით ცენტრალური საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, დასახელებული კანდიდატურებიდან ცესკოს თავმჯდომარეს 7 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტი აირჩევს.

ცესკოს თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა, თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ, პოლიტიკური მიზნების გამო დატოვა. ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

კომენტარები