ვუდი ალენი

ვუდი ალენს არასრულწლოვანთან დაწყებულ ურთერთობაში ადანაშაულებენ, რომელიც 8 წელი გაგრძელდა

ვუდი ალენი მორიგ სკანდალში გაეხვა. ცნობილი გახდა, რომ რეჟისორს მოდელ ქრისტინა ენჯელჰართან 8-წლიან ურთიერთობა აკავშირებს. თუმცა, როგორც ირკვევა, მათი ურთიერთობის დასაწყისში ქალი არასრულწლოვანი იყო.

ენჯელჰარდმა The Hollywood Reporter -თან ინტერვიუში თქვა, რომ ალენთან ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა 16 წლის იყო, ხოლო რეჟისორი 41-ის.

მისი თქმით, ისინი 1976 წელს ერთ-ერთი ფილმის გადაღებისას შეხვდნენ და სწორედ მაშინ დაიწყო 8 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა. 

ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოდელი ამ ურთიერთობაზე საუბრობს თუმცა, მისი თქმით, ის არ ცდილობს ვუდი ალენს რამე ავნოს. 

"უბრალოდ ჩემ სასიყვარულო ურთიერთობაზე ვსაუბრობ. მან შემქმნა ისეთი როგორიც ვიყავი და არაფერს ვნანობ",- ამბობს ენჯელჰარდი 

მისი თქმით იმ პერიოდში ნიუჯერსიში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა და მანჰეტენზე სამოდელო კარიერას აწყობდა.

ქალი ამბობს, რომ ალენმა იცოდა, რომ ის სკოლის მოსწავლე იყო, თუმცა ასაკზე არასდროს უკითხავს. 

"ის დომინანტი იყო და ურთიერთობის წესებს მკარნახობდა. სამუშაოზე საუბარი არ უყვარდა. ამ ყველაფერს ბლოკავდა და მხოლოდ სექსით ვიყავით დაკავებული მის ბინაში, მეხუთე ავენიუზე. მეც ვცდილობდი მესიამოვნებინა მისთვის, რადგანაც ვიცოდი, რომ რეჟისორი იყო და არც კი ვეკამათებოდი რამეზე",- ამბობს ის.

ქრისტინას თქმით, 1979 წელს გადაღებულ "მანჰეტენში" ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია იყო. თუმცა დასძენს, რომ ეს ფილმი რამდენიმე ქალზეა და არა მხოლოდ მასზე. რადგან ვუდი ალენს სხვა 17 წლის გოგონებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. 

ქრისტინა ენჯელჰარდი ახლა 59 წლისაა, განქორწინებულია და 2 შვილი ჰყავს. 

აღსანიშნავია, ვუდი ალენის ნაშვილებმა შვილმა, დილან ფაროუმ ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც მას 7 წლის ასაკში სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ჰარვი ვაინშტაინის გარშემო აგორებული სკანდალის და სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის შემდეგ ფაროუმ ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც დასვა კითხვა, თუ რატომ არ შეეხო ეს მოძრაობა ვუდი ალენს და მსახიობებს მხარდაჭერა სთხოვა.

კომენტარები