ხვალ, 18 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებს" ასახელებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის, ზღვისუბნის, სამღერეთის, ზაქარაიას და ინტერნატის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, ხეივნის, ბადაგის, გრიშაშვილის, საბატონოს, წითლანაძის და გულუას ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 “დ“ ქუჩის და შუამთის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ენუქიძის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, მებაღეობის, რაზიკაშვილის, ჭიჭინაძის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს, ტეხურის, გამრეკელის, საბურთალოს, ბაგრატიონის, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ თამარაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოცვაძის, კოსტავას, ვერიკო ანჯაფარიძის, ნიკოლაძის, მელიქიშვილის და შიო მღვიმელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება",- აცხადებენ თელასში.