სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია

ყველამ თავისი აგური დადო - ზურაბიშვილი წინა პრეზიდენტების მიღწევებზე საუბრობს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს წინა პრეზიდენტების ღვაწლზეც ისაუბრა. მისი თქმით, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის გზაზე ყველა პრეზიდენტმა თავისი აგური დადო.

"ერთი საუკუნის წინ, პირველი რესპუბლიკის მეთაურებმა იმ დროისთვის თანამედროვე და პროგრესული კონსტიტუცია მიიღეს; უდიდესი როლი ითამაშა ზვიად გამსახურდიამ, როცა დანიშნა რეფერენდუმი და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი; ედუარდ შევარდნაძემ პირველმა გაჭრა გზა ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ; მიხეილ სააკაშვილმა თავისი მმართველობის საწყის ეტაპზე საფუძველი ჩაუყარა არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას; გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისკენ, გამყარდა სტაბილურობა", - თქვა ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.

უკვე მოქმედმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მიზანია ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ "ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა ვერ შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა".

კომენტარები