სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია

მდინარაძე: შეეძლოთ ყოფილიყვნენ აქ, არჩიეს შუბლი შუბლზე მიედოთ პოლიციელისთვის

როდესაც არის ოთახის კარი ღია და შენ ამ ოთახში შეღწევას კედლიდან ცდილობ, ამას ძალიან რბილად შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია დაარქვა, ეს იმაზე მეტია და არც ვიცი კონკრეტულად რა სიტყვა გამოვიყენო, რომ პოლიტკორექტულობა შევინარჩუნო.

მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ერთი გზა იყო გახსნილი, ამ გზით შეეძლოთ ესარგებლად, და შეგნებულად, მიზანმიმართულად, თავისი პროვოკაციული გეგმების განსახორციელებლად წავიდნენ იმ გზით, რომელიც იყო დაკეტილი და სადაც იქნებოდა ის, რაც მოხდა. ისინი ცდილობდნენ პოლიციას მიაყენონ შეურაცხყოფა, მე მათ ვურჩევ, რომ პოლიციის შეურაცხყოფისგან თავი შეიკავონ მაქსიმალურად, სახელმწიფო იქნება მკაცრი და ადეკვატური და როგორც ეს არის მისი ვალდებულება ამ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ისინი მიდიან შეგნებულ პროვოკაციაზე, შეგნებულ პროვოკაციას სახელმწიფო გასცემს პასუხს.

დეპუტატებს ჰქონდათ მოსაწვევები, აბსოლუტურად ყველა დეპუტატს ჰქონდა ინაუგურაციის მოსაწვევი და შეეძლოთ ყოფილიყვნენ აქ, სადაც ახლა ჩვენ ერთად ვიმყოფებით. ამით არ ისარგებლეს და ამას არჩიეს, რომ მისულიყვნენ იმ გზაზე, სადაც გადაკეტილი იყო, ეს წინასწარ იცოდნენ, არ ესარგებლეს თავისუფალი გზით და შუბლი შუბლზე მიედოთ პოლიციელისთვის. რაც არის ძალიან ცუდი რამ, როგორც მორალური ასევე კანონისმიერი თვალსაზრისით.

მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა

კომენტარები