სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია

კობახიძე სახალხო დამცველზე: ინფორმაცია რომ ჰქონოდა, ამ განცხადებას არ გააკეთებდა

დარწმუნებული ვარ, რომ სახალხო დამცველი არ იყო ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ შინაგან საქმეთა სამინიტრომ შესთავაზა აქციის მონაწილეებს ალტერნატიული მარშრუტი და ალბათ, ქალბატონი ნინო ლომჯარია არ არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ 20 წუთი სჭირდებოდა დამატებით, ალტერნატიული მარშრუტით თელავში ჩასვლას. ინფორმაცია რომ ჰქონოდა, ალბათ, ქალბატონი ნინო ამ განცხადებას არ გააკეთებდა.

ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა.

კომენტარები