ოპოზიცია იმდენ აქციას ატარებს ამდენი ხანია, ამდენი წელია, რო ეყოფათ, იქაც ჩაატარებენ და... არ მეცოდება ოპოზიცია აბსოლუტურად, თავიანთი ვნებების გამოსავლენად აქვთ უამრავი ადგილი. არავინ არ არღვევს არავის კონსტიტუციურ უფლებას და როცა წინასწარ მიდის მუქარა, დაპირება, რომ იქნება ცემა-ტყეპა, ინაუგურაციის ჩაშლა, ამის უფლება არ უნდა მისცეს სახელმწიფომ არავის. იცით რა, პოლიცია ძალიან კარგად იქცევა. სხვათაშორის, ეს ის აწყობილი პოლიციაა იმ ადამიანის, ვისაც თქვენ მისტირით დღემდე, განსაკუთრებით რუსთავი 2. მშვენიერი პოლიციაა, კარგად იქცევა ეხლაც, იმიტომ რომ არის ნეიტრალური. იქ სადაც ხდება უკაცრავად, სიმხეცე, ის უნდა აიკრძალოს და მორჩა.
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია
დოლიძე: არ მეცოდება ოპოზიცია აბსოლუტურად, ვნებების გამოსავლენად აქვთ უამრავი ადგილი
tbl.ge/3cko
დაკოპირდა

რეჟისორმა ქეთი დოლიძემ ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დაწყებამდე, თელავში გააკეთა. ის ეხმაურება პოლიციის მხრიდან თელავში შესასვლელი გზების ჩაკეტვას.
ამავე თემაზე
- მომღერლები, მოდელები, პოლიტიკოსები - ვინ დაესწრო სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას
- ბახტაძე: ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ შემოიტანს დისონანსს საზოგადოებრივ ცხოვრებაში
- ქანთარია: თუ დაპირისპირებაში ვინმეს გაეკაწრება რამე, მათთვის იქნება ძალიან კარგი
- კობახიძე სახალხო დამცველზე: ინფორმაცია რომ ჰქონოდა, ამ განცხადებას არ გააკეთებდა
- მდინარაძე: შეეძლოთ ყოფილიყვნენ აქ, არჩიეს შუბლი შუბლზე მიედოთ პოლიციელისთვის