სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია

თელავში სახლის მინა, სავარაუდოდ, ქვემეხიდან გასროლის გამო ჩაიმსხვრა

Rustavi 2

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურდღელაურში, სახლის მინების ჩამსხვრევის მიზეზი სავარაუდოდ ქვემეხებიდან გასროლით გამოწვეული ბიძგები გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

"კურიერთან" საუბრისას ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ 16:00 საათზე ძლიერ ხმას "საშინელი ზანზარი" მოჰყვა, რის გამოც სახლში მინები დაიმსხვრა.

"4 საათისთვის იყო. მერე გადავედით მთელი უბანი. სამი სამხედრო პირი მოვიდა, გაგვესაუბრა თუ რამე დაზიანდა გადავცემთ ჩემს ზემდგომსო და მეტი არაფერი არ უთქვამთ. ძალიან დიდი ხმა იყო. მთელი სახლები ზანზარებდა, ფანჯრები. გამოვცვივდით ყველა. გვეგონა, თავზე დაგვენგრეოდა", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი რუსთავი 2-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მიერ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით 14, 15 და 16 დეკემბერს ქვემეხებიდან "ერთობლივი გასროლა" მოხდება.

ცნობისთვის, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე II-ის სასახლეში გაიმართება.

კომენტარები