საქართველოს პარლამენტი

პაპუაშვილი: მე ასეთ მოთმენაზე ხელი არ მომიწერია, აქ მე უკან ვერ დავიხევ

კამათი, რასაკვირველია, კრიტიკულიც იქნება, შენიშვნებიც იქნება, მაგრამ ესენი [ოპოზიცია] რაღაცა სხვა რეცეპტს გვთავაზობენ, ესე შეპარვით გვეუბნებიან, რომ "ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ თქვენს მიმართ, ასე ვიტყვით თუ ისე ვიტყვით, ამ მიმიკებით ვიტყვით, ამ ჟესტიკულაციით დაგელაპარაკებით თუ იმ სიტყვებით, თქვენ მოთმენა გმართებთ", არა, მე ასეთ მოთმენაზე ხელი არ მომიწერია. შენ შეგიძლია მაკრიტიკო, აზრი გამოთქვა, როგორ არა, მაგრამ როგორც კი გადაცდები იმ ნორმებს და აღარ ამთავრებ ამ ქალაჩუნობას, ამ აღვირახსნილობას, რაც ენაზე მოგადგება, ყველაფრის საუბარს, მაშინ პასუხი ასეთი დგება, აქ მე უკან ვერ დავიხევ, არც ერთ შემთხვევაში

ქართული ოცნების დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი TV პირველის ეთერში პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შესახებ. პლენარულ სხდომაზე პაპუაშვილმა დღეს ოპოზიციას ამ სიტყვებით მიმართა - "რა გინდათ, რომ გამოგიყვანოთ და გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ". გარდა ამისა, ნიკა მელიას, რომელიც დარბაზიდან მანდატურებს გაჰყავდათ, უკნიდან ჩაარტყა.

კომენტარები