დანაშაულის სტატისტიკა

სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული 122%-ით გაიზარდა

flickr.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული 122%-ით გაიზარდა. 2018 წლის 10 თვეში ამ ტიპის დანაშაულის 1900 შემთხვევა მოხდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1046 ფაქტით მეტია.

განსაკუთრებით გაზრდილია მკვლელობის მცდელობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევები.

ამასთან, შსს-ს სტატისტიკით, არ შეცვლილა განზრახ მკვლელობის მაჩვენებელი, ხოლო 6 შემთხვევით შემცირდა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტები.

გარდა ამისა, 108%-ით გაიზარდა დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ. აქედან, 137%-ით - ოჯახში ძალადობის, ხოლო 19%-ით - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად დაზიანების ფაქტები. შსს-ს ინფორმაციით, 17.5%-ით არის შემცირებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების შემთხვევები.

ჯამში, 2018 წლის 10 თვეში, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა 60%-ით გაიზარდა.

კომენტარები