დანაშაულის სტატისტიკა

შსს: რეგისტრირებული დანაშაული 60%-ით გაიზარდა, წელს, 18 398-ით მეტი ფაქტი აღვრიცხეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, წინა წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული 60.01%-ით გაიზარდა. შსს-ს გამოქვეყნებული სტატისტიკა 2018 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრამდე პერიოდს ასახავს.

2018 წლის 10 თვეში, შსს-მ ჯამში დანაშაულის 49 057 ფაქტი აღრიცხა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 18 398 შემთხვევით (60.01%) მეტია.

ამასთან, გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია გახსნის პროცენტული მაჩვენებელი. თუ 2017 წლის 10 თვეში დანაშაულის 16 420 ფაქტი (53.56%) გახსნეს, 2018 წელს ეს მაჩვენებელი - 35.29%-ია (17 311 შემთხვევა).

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, ორჯერ გაიზარდა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ.

264.74 %-ით არის მომატებული დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ, ხოლო 79.5%-ით - დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ (ქურდობა + 89.96%, ძარცვა + 30.8%, თაღლითობა + 39.3%).

კომენტარები