კათოლიკური ეკლესია

ლას-ვეგასის კაზინოში სათამაშოდ 2-მა კათოლიკე მონაზონმა სკოლის ფული გაფლანგა

GETTY

კალიფორნიაში მდებარე კათოლიკური სკოლის ორმა მონაზონმა მასწავლებელმა აღიარა, რომ ლას-ვეგასის კაზინოებში სათამაშოდ სკოლის ფული გაფლანგეს. 

მონაზვნებს, მერი კრეიპერსა და ლანა ჩენგს, წმინდა ჯეიმსის სკოლა $500 000-ის მითვისებას და კაზინოში დახარჯვას ედავება. მათ თანხა მოსწავლეების გადახდილი ფულიდან და დონაციებიდან აიღეს. 

სკოლაში ამბობენ, რომ მონაზვნები საუკეთესო მეგობრები არიან. ერთერთი მათგანი, მერი კრეიპარი სკოლის დირექტორის თანამდებობას 29 წლის განმავლობაში იკავებდა, ხოლო ლანა ჩენგი იმავე სკოლაში მასწავლებლად 20 წლის განმავლობაში მუშაობდა. 

მონაზვნები, რომლებიც უკვე გაათავისუფლეს თანამდებობიდან, საკუთარი საქციელის გამო ღრმა სინანულს გამოხატავენ. 

გუშინ, 10 დეკემბერს, წმ ჯეიმსის კათოლიკურმა ეკლესიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მონაზვნები ღრმა სინანულში არიან და, ასევე, დაამატა, რომ მათ მიმართ ჯერ არ განხორციელებულა არანაირი სამართლებრივი პასუხისგება. 

"მონაზვნები აღიარებენ მათ დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან. ჩვენ ძალიან გავამწუხრა ამ ფაქტმა და ბოდიშს ვუხდით სკოლის მოსწავლეების მშობლებს" - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

ლოს-ანჯელესის ეპისკოპოსმა თქვა, რომ ეკლესიამ ფულის გაფლანგვა ყოველთვიური ფინანსური აუდიტის შედეგად აღმოაჩინა. 

კომენტარები