კათოლიკური ეკლესია

კიოლნის კათოლიკური ეპარქიის სასულიერო პირები პორნოსაიტებზე წვდომას ცდილობდნენ

კიოლნის საკათედრო ტაძარი

გერმანული გამოცემა Kölner Stadt-Anzeiger იუწყება, რომ კიოლნის კათოლიკური ეპარქიის სასულიერო პირები და არქიეპარქიის თანამშრომლები პორნოსაიტებზე წვდომას სამუშაო მოწყობილობებიდან ცდილობდნენ.

BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში, არქიეპისკოპოსმა თქვა, რომ მოცემული ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც IT უსაფრთხოების გეგმიური შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ შეზღუდულ საიტებზე შეღწევა დაახლოებით 1 000-ჯერ სცადეს.

გამოცემა Kölner Stadt-Anzeiger იტყობინება, რომ გამოვლენილ 15 ადამიანს შორის ერთ-ერთი მაღალი რანგის სასულიერო პირია.

"ჩვენ გვყავს დიდი რაოდენობით თავდადებული და სანდო სასულიერო პირი და ძალიან მტკივნეულია, როდესაც ცალკეული ადამიანების ქცევა ჩრდილს აყენებს მათ ღვაწლს" - თქვა კიოლნის არქიეპისკოპოსმა, გვიდო ასმანმა.

კომენტარები