ნარკოდანაშაული

შსს-მ თბილისის აეროპორტში 229 შეკვრა ჰეროინის შემოტანისთვის აშშ-ის მოქალაქე დააკავა

შსს

შსს-ს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 1976 წელს დაბადებული პირის პირადი ნივთების ჩხრეკისას 229 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, ნარკოტიკული საშუალების შემცველი 101 აბი და 9 ქილაში დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები