ზურაბიშვილის ინაუგურაცია

ბესელია თელავში ინაუგურაციაზე: მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ პრეზიდენტი ყველას პრეზიდენტია

ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ პრეზიდენტი არის ყველას პრეზიდენტი მიუხედავად იმ განწყობებისა, რაც იყო თელავში. პრეზიდენტი უნდა იყოს გამაერთიანებელი და მაკონსოლიდირებელი, ის უნდა იყოს ზეპარტიული. ეს არის ძალიან საინტერესო ნაბიჯი, რათა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ზუსტად ის შინაარსი ატაროს, რაც დევს კონსტიტუციურ ცვლილებებში.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციებს, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დღეს ქვეყანაში დაცულია. მადლობა ღმერთს, რომ აღარ გვაქვს დრო, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციების ეშინოდა ოპოზიციას.

უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შესახებ. ზურაბიშვილისინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები