შობა

74 წლის კაცი ყიდის ნაძვის ხეს, რომელსაც მისი ოჯახი 80 წლის მანძილზე ინახავდა

ნაძვის ხე, რომელსაც ოჯახი 80 წლის მანძილზე ინახავდა, იყიდება.

74 წლის სტივ როუზს კარგად ახსოვს, ყოველწლიურად როგორ რთავდნენ მისი მშობლები ამ ნაძვის ხეს. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მას ტრადიცია არ შეუწყვეტია.

მაგრამ სტივი ფიქრობს, რომ დროა დაემშვიდობოს ნაძვის ხეს და ვინმეს ვინტაჟური და ბედნიერი შობა მოუწყოს, თანაც მას შვილი არ ყავს და ტრადიციის გაგრძელებას ვერ მოახერხებს.

აუქციონი Staffordshire-ში გაიმართება. ასეთი ხეების წარმოება 1920-30 წლებში დაიწყო, მასთან ერთად ნათურები და სათამაშოებიც იყიდება და £200-300 ღირს, მაგრამ წინა წელს მსგავსი, ნაკლებად ძვირფასი ნივთები 400 ფუნტად გაიყიდა.

"ეს ჩვენი ოჯახის მთავარი ხე იყო წლების მანძილზე, მახსოვს, დედა როგორ აწყობდა ყოველ შობას", - ამბობს სტივი.

"შობა ექსტრავაგანტული არ იყო... 1940-იან წლებში საჩუქრად საშობაო წინდას იღებდი, რომლებშიც თხილი, მანდარინი და პატარა საჩუქრები ელაგა. ეს ძალიან მარტივი და სასიამოვნო იყო". 

სტივენი იმედოვნებს, რომ ხე "კარგ ახალ სახლს" იპოვის და "მომავალი თაობისთვის შობას გააფერადებს".  

კომპანიის მფლობელი ჩარლს ჰანსონი, რომელიც ნაძვის ხეს ყიდის ამბობს: "ის ნახევარი საუკუნის წინ შეიქმნა, ხე იმსახურებს ჩვენი გაყიდვების ოთახის მარადმწვანე ვარსკვლავი იყოს".

კომენტარები