მედია

"არა ნაციზმს" უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს "ჟურნალისტებისგან დაზარალებულებს"

სახალხო მოძრაობა "არა ნაციზმსუფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავს ჟურნალისტებისგან დაზარალებულად მიიჩნევენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამის შესახებ მოძრაობის წევრებმა და ადვოკატებმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს. 

"დღეს ეს პრობლემა გამწვავდა, თითქოს რესპოდენტს აღარ აქვს უფლება, რომ ინტერვიუ არ მისცეს. ეს არის ფსიქოლოგიური და მორალური ძალადობა იმ ადამიანების მისამართით, რომლებსაც ჟურნალისტებთან უწევთ შეხება" - ამბობს პირველი არხის ცნობით, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.

მისივე თქმით, თუ ბევრი დაზარალებული ადამიანი შეიტანს სარჩელს სასამართლოში, "ეს იქნება ბიძგი, რომ ამ მხრივ კანონმდებლობა შეიცვალოს“.

მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნანა კაკაბაძის განცხადებით, "არა ნაციზმს" დაეხმარება ყველას, ვინც თავს დაზარალებულად მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ ნანა კაკაბაძე რუსთავი 2-ს ოფისში შეჭრასა და თავისი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. 

კომენტარები