ისრაელი

ისრაელის არმია ლიბანის საზღვართან ჰეზბოლას გვირაბების განადგურებას იწყებს

EPA

ისრაელის სამხედრო ძალების თქმით დაიწყეს ოპერაცია სახელწოდებით "გამოავლინე და შეაჩერე" რაც ლიბანიდან ისრაელში გამავალი გვირაბების, რომელსაც ლიბანური დაჯგუფება ჰეზბოლა იყენებს, აღმოჩენას და განადგურებას ისახავს მიზნად.

მათი ინფორმაციით გვირაბები ამჟამად მოქმედი არაა, მაგრამ ისრაელის მოქალაქეებისათვის საფრთხეს წარმოადგენს და ისრაელის სუვერენიტეტს არღვევს.

სამხედრო ძალების სპიკერის თქმით ოპერაციები ისრაელის ტერიტორიაზე ჩატარდება და საზღვარს არ გადაკვეთს. მისივე თქმით ოპერაცია შესაძლოა რამდენიმე კვირის მანძილზე გაგრძელდეს.

ორშაბათს ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც თავდაცვის მინისტრის გადადგომის შემდეგ მის მოვალეობებსაც ითავსებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ბრიუსელში შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრის მიზანი სწორედ პომპეოს ამ ოპერაციის შესახებ ინფორმირება იყო.

კომენტარები