არჩევნები 2018

ხუხაშვილი: 2020-ში გამარჯვებისთვის შესაძლოა "ოცნებას" მთელი თავისი კაპიტალიც აღარ ეყოს

ქართულმა ოცნებამ რომც მოახერხოს არჩევნების 2020-მდე "მითრევა" საარჩევნო სისტემის შეუცვლელად, იმხელა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხის წინაშე დადგება.

ამ პერიოდში მწყობრი იდეოლოგიური ჩარჩოს არარსებობის პირობებში ქართულ ოცნებას კონსერვატულ ფლანგზე საგრძნობლად "მიანგრევს“ პატრიოტთა ალიანსი, ხოლო ლიბერალურზე "ნაციონალური მოძრაობა", თავისი სატელიტებით. ამასობაში, თუ გამოჩნდენ ახალი პოლიტიკური ცენტრები, რომლებიც „ანტი-მიშას“ ელექტორატს აითვისებენ, ქართული ოცნება თავისი ბანკით მაგიდის მიღმა დარჩენის საფრთხის წინაშე დადგება.

შესაბამისად, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფალს მეორეხარისხოვან პროდუქტში ასმაგი ფასის გადახდა მოუწია, საპარლამენტო არჩევნებზე შესაძლოა მთელი მისი კაპიტალიც აღარ ეყოს ბანკირის სტატუსის შენარჩუნებას

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კვირის პალიტრაზე გამოქვეყნებულ ბლოგზე.

კომენტარები