არჩევნები 2018

ხუხაშვილი: ქართული პოლიტიკა პოკერს გვაგონებს, სადაც ბანკი ერთ მოთამაშეს უჭირავს

ქართული პოლიტიკა აზარტულ თამაშს, უფრო კონკრეტულად კი პოკერს გვაგონებს, სადაც ბანკი ერთ მოთამაშეს უჭირავს, თამაში მაინცდამაინც კარგად არ იცის, ყველა დარიგებას აგებს, მაგრამ ფსონების მუდმივად გაორმაგების ხარჯზე ბოლოში მაინც მოგებული რჩება. იმის გამო, რომ მისი მოწინააღმდეგე ცნობილი შულერია, მაყურებელიც თანახმაა ამ უხარისხო, უინტერესო თამაშის შედეგები აღიაროს, იმის იმედით, რომ ბანკირი თამაშს ახლა მაინც ისწავლის.

ამასობაში თითქოს გაკოტრებულმა შულერმა, ბანკირის შეცდომების ხარჯზე, კაპიტალი მეთოდურად გაასამმაგა და ფინალური პარტიისთვის ემზადება. საკუთარ თავზე გაბრაზებული მაყურებელი კი, რომელსაც არ მოსწონს არჩევანი ბრიყვსა და შულერს შორის, მაგიდასთან ახალ მოთამაშეებს ელოდება

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კვირის პალიტრაზე გამოქვეყნებულ ბლოგზე წერს.

კომენტარები